ნატალია ძიძიგური გახარიამ პარტიიდან გარიცხა

26 ოქტომბერი 2023, 19:42 792 ნახვა

რა ხდება ყოფილი პრემიერ- მინისტრის პარტიაში? გიორგი გახარიას გუნდმა საკუთარი რიგებიდან  2 წევრი გარიცხა. მიზეზი ქართულ ოცნებასთან ფარული თანამშრომლობაა.გარიცხულებს ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ნატალია ძიძიგურს და ქობულეთის საკრებულოს დეპუტატს შოთა გოგიტიძეს უკვე ყოფილი პარტია მოსყიდულებს და გადაბირებულებს უწოდებს.შოთა გოგიტიძე  აჭარის მაუწყებლის ზარებს არ პასუხობს, ნატალია ძიძიგურმა კი სპეციალური ბრიფინგი გამართა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში