მშვიდობა და უსაფრთხოება – ეს იყო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” პირველი სესიის მთავარი გზავნილი, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენერგოს პრემიერ-მინისტრები. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყანას აქვს არაერთი მიღწევა, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების კუთხით.მან სიტყვით გამოსვლის დროს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს "სამართლიანი". მისივე განცხადებით,ევროპულ ერთა ოჯახში გაწევრიანება ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი საქართველოსთვის.აღნიშნა, რომ საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე, აღიარებს თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა. ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებზე და თქვა, რომ მთავრობა მუშაობს შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად.