მე პირადად და ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერი ვართ კომისარი ვარჰეის, რომელიც არის ერთ ერთი ღია ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის - ირაკლი ღარიბაშვილი

25 ოქტომბერი 2023, 20:37 453 ნახვა

გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კომისარ ვარჰეისთან, მე პირადად და ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერი ვართ კომისარი ვარჰეის, რომელიც არის ერთ ერთი ღია ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის და მხარდამჭერი იმის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა რომ მისი გზავნილი ევროპელ კოლეგებთან შეხვედრისას არის ის, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კომისარ ვარჰეისთან, მე პირადად და ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერი არის კომისარი ვარჰეის, რომელიც არის ერთ ერთი ღია ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევრო ინტეგრაციის, და მხარდამჭერი იმის რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ჩემი გზავნილი არის მარტივი, მე ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, იმიტომ რომ ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში და სიტუაცია ძალიან რთული არის მთელს მსოფლიოში, მოგეხსენებათ უკრაინის ომის გარდა ამხელა სიტუაცია, რომელიც ძალიან დაიძაბა ახლო აღმოსავლეთში, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, ექნება თავისი შედეგები ჩვენს რეგიონზე, მთლიანად მსოფლიოზე, ამიტომ ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა დავდგეთ ძლიერად, მტკიცედ, გავაგრძელოთ რეფორმები, მე ჩემს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ აი ამ რეფორმებს, კოორდინაციას ევროპელებთან და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მაგრამ დაველოდოთ და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ძალიან მალე ცნობილი“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში