2024 წლის აჭარის ბიუჯეტი 700 მილიონი ლარია - აჭარის მთავრობის სხდომა

25 ოქტომბერი 2023, 15:08 699 ნახვა

მომავალი წლის აჭარის ბიუჯეტი 100 მლნ ლარით გაიზარდა და  700 მილიონ ლარს გადააჭარბა - ამის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის სხდომაზე გაკეთდა.

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, 2024 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზრდება 11 მლნ ლარით.

ხაზი გაესვა ნარინჯისფერი რთველის და მეციტრუსეთა ხელშეწყობის პროგრამას, რისთვისაც მლნ ლარით გაიზარდება არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება - ნაცვლად 15 თეთრისა თითოეულ კგ მანდარინზე გახდება 30 თეთრი. თითოეული მეციტრუსე ფერმერი მიიღებს გაზრდილ კომპენსაციას. ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დღეიდან ციტრუსის საკოორდინაციო  შტაბი ამოქმედდება.

ასევე ცნობილია, რომ დაიწყება „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობა, რისთვისაც 17 მილიონი ლარია გათვალისწინებული, განხორციელდება გოდერძის და გომარდულის ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობის პროექტი.

ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება - 30%-ით იზრდება და ისარგებლებს 6 000 ბენეფიციარი. 

200 მლნ ლარია გათვალისწინებული ძველი ბათუმის რეაბილიტაციაზე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი