ნავსადგურების გაერთიანების სისტემის პრეზენტაცია

25 ოქტომბერი 2023, 14:08 450 ნახვა

საზღვაო სექტორში ლოჯისტიკური ეფექტიანობის ზრდას ხელს შეუწყობს ნავსადგურების გაერთიანების სისტემა, ამ ფაზის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. იგი ელექტრონული პლატფორმაა,  რომელიც ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას აკავშირებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, შეისწავლეს რეგიონულ სისტემებთან, შავი ზღვისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან, ასევე, ევროკავშირის სისტემებთან ინტეგრირების შესაძლებლობები, შემუშავდა საქართველოში პი-სი-ეს დანერგვის სტრატეგია და სახელმძღვანელო პრინციპები.

იქმნება საზღვაო “ერთი ფანჯრის სისტემაც“, რომელიც გულისხმობს საჯარო სერვისების: გემის შესვლა-გასვლის პროცესის გაციფროვნებას და პროცედურების გამარტივებას.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში