დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია-განაცხადა სასულიერო პირის ადვოკატმა. მიხეილ რამიშვილისა და დაკავებული დეკანოზის შეხვედრა თითქმის ერთი საათი გაგრძელდა. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების დროს პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა.