“ქართული ოცნების“ თერჯოლის ორგანიზაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე უხელმძღვანელებს. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები თერჯოლაში გამართულ პარტიულ კონფერენციაზე აირჩიეს. დღესვე, კონფერენცია ტყიბულში გაიმართება.