ხახულისა და ოშკის ქუჩის პირველი შესახვევის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარს აგებენ. უკვე მოეწყო სანიაღვრე და განათების სისტემები.
მერიის ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
პროექტის ღირებულება ერთ მილიონამდე ლარს შეადგენს. ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.