საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ წარდგენილი ხედვის გაანალიზება და ამ მიმართულებით რეკომენდაციების წარდგენა – საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო” და კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის” წევრები კონფერენციაზე მსჯელობენ. დღესვე ასევე განიხილება ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პარლამენტს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წარუდგინა. შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმეტნის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.