გელაურში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის აღდგენას ითხოვენ 

23 ოქტომბერი 2023, 11:03 891 ნახვა
00:00
00:00

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენას და რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდი მწყობრიდან იყო გამოსული, თუმცა სტიქიამ უფრო დააზიანა და მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველია.

ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ ხიდის რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა და  მის შესასწავლად უწყებას უკვე მიმართეს. შესაბამის სამსახურში აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დაიწყება ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი