მაუწყებლის შესახებ სადავო კანონი 

21 ოქტომბერი 2023, 15:04 555 ნახვა

გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი დისკრეციულ უფლებამოსილებას და დაადებს თუ არა მაუწყებლის შესახებ სადავო კანონს ვეტოს? - ეს ჯერ უცნობია, თუმცა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილისგან მოქმედებას უკვე ელოდება.

მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება რისკის შემცველია კრიტიკული აზრის მიმართ, რადგან სასამართლო სისტემას არავინ ენდობა.

''ოცნებაში'' კანონის მიღების შემდეგ გამოწვეულ პროტესტს ოპოზიციის სპორტულ აზარტს უწოდებენ და ამბობენ, რომ ოპონენტები ნებისმიერ ინიციატივაზე წინააღმდეგობის შექმნას ცდილობენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი