ლეღვაში ჩადენილი მკვლელობის საქმე

21 ოქტომბერი 2023, 11:15 813 ნახვა

ლეღვაში მოკლული გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე  სასამართლო სხდომა გაიმართა.  

პროცესზე დაიკითხნენ საგამოძიებო მოქმედებებში მყოფი პოლიციელები, სულ 6 მოწმის დაკითხვა მოხდა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა რომ დაკავებულები გირაოს საფუძველზე გათავსუფლებულიყვნენ,  თუმცა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება არ მოხდა და სამივე დაკავებული პატიმრობაში რჩება. 

ცნობისთვის, გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე ბრალდებულია სამი პირი. ორ მათგანს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. დაკავებულებიდან ერთი სასამართლო სხდომას ონლაინ ესწრებოდა.

ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება ალექსანდრე ბაჟუაიშვილის დიდი ბრიტანეთიდან ექსტრადირება საქართველოში. ის სისხლის სამართლის საქმეში მთავარი ბრალდებულია და სასამართლო ამ ნაწილს ცალკე განიხილავს.

გამოძიება ბაჟუნაიშვილს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. სხდომას მოკლულის ახლობლები ესწრებოდნენ, გიორგი ალხანიშვილის ოჯახი იმ პირების პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვს, რომლებიც ადვოკატის განცხადებით საქმეში ფიგურირებენ.

გახმაურებულ საქმეზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მომდევნო სასამართლო სხდომა 27 ოქტომბერს 16 საათზე ჩანიშნა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი