ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში სპორტულ თამაშებში რიგით 26-ე სპარტაკიადა დასრულდა. შეჯიბრება 6 სახეობაში, 10 წონით კატეგორიაში, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ხელვაჩაურის საჯარო სკოლების 90 მოსწავლე მონაწილეობდა. შეჯიბრება ყოველწლიურია და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება. გამარჯვებულებს სპეციალური სიგელები და თასები გადაეცათ.