„აჭარელი მოხუცები“ - სასკოლო თეატრალური დასის „გამოძახილი ხიხანიდან“ სპექტაკლი მოზარდმაყურებელთა თეატრში.
20 წუთიან მინიატურაში მოსწავლეები ახერხებენ მაყურებლამდე მიიტანონ ის, რომ მოხუცებისთვის ყველა წამალზე და სამედიცინო დახმარებაზე უპირატესი ადამიანური სითბო და ურთიერთობაა.
აჭარელი მოხუცები ფესტივალ „პირველი ავტოგრაფის“ საუკეთესო სპექტაკლადაა დასახელებული.