პარლამენტმა მაუწყებლობის კანონში სადავო ცვლილებები II მოსმენით მიიღო

19 ოქტომბერი 2023, 17:48 420 ნახვა

ხანგრძლივი დებატებისა და კამათის შემდეგ პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა საფუძველზეც სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით 82 ხმით, 4-ის წინააღმდეგ მიიღეს. მას პარლამენტი დღესვე მესამე მოსმენით დაამტკიცებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტით, აღნიშნულ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში