სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

19 ოქტომბერი 2023, 12:08 504 ნახვა

ქვეყნისთვის ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ისაუბრებს. სუს-ის გასული წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილი  დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.

ოპოზიცია სუს-ის მიერ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე აპირებს ყურადღების გამახვილებას, ისინი ასევე სვამენ შეკითხვას - რატომ ხდება მოსკოვისა და "ქართული ოცნების" ინტერესების თანხვედრა? სუს-ის მუშაობის სტანდარტები აკმაყოფილებს მმართველ გუნდს.

ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლისთვის ცხინვალის რეგიონში - 44, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში კი 13 პირი უკანონო დააკავეს. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები.

კვლავ გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა მიმდინარეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი