იმპიჩმენტთან დაკავშირებული სხდომის მიმდინარეობა

18 ოქტომბერი 2023, 17:47 547 ნახვა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პარლამენტში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას არ გამორიცხა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან „საქართველოს კონსტიტუციის მორიგი დარღვევისას“ დადგეს მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების ავტორმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს ზრდილობა დაუწუნა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. თქვა, რომ იგი ექსკლუზიურად ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტია. სალომე ზურაბიშვილმა დღეს ისარგებლა სიტყვით გამოსვლით, თუმცა დეპუტატთა შეკითხვებს არ უპასუხა. კენჭისყრის შემდეგ კი მან დარბაზი დატოვა. ჯენი კვანტალიანი ისაუბერბს ისტორიული სხდომის მიმდინარეობაზე. ჯენი, ამჯერად რა იყო წარდგინების ავტორის გამოსვლის მთავარი აქცენტები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი