დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის დედა, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებული ექსპერტისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს. ორგანიზაციის იურისტები მიიჩნევენ, რომ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ბრალი უნდა დამძიმდეს.