ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საუბარია, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაზე, იმაზე რომ ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისმის კრიტიკა. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით ქვეყანაში მედია მრავალფეროვნების საკითხი ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ეჭვქვეშ მას შემდეგ დააყენა, რაც განვითარებულმა მოვლენებმა გავლენა მოახდინა წამყვან ტელეკომპანიებზე, მათ შორის „რუსთავი 2“-ზე.