ცვლილება მაუწყებლის შესახებ კანონში

16 ოქტომბერი 2023, 12:00 519 ნახვა

მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. მომზადებული კანონპროექტის ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით, მსგავსს დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი. მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ.

განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კი, მათ დაეკისრებათ ჯარიმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი