დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები აჭარის პროკურატურაში იმყოფებოდნენ. ბრალდებულის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით პროკურატურას ოჯახთან კითხვები ჰქონდა უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით. უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. დეკანოზ მამალაძის დედამ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ არ არის დაცული მათი უსაფრთხოება, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. უსაფრთხოებისთვის ზომების მიღებას მოითხოვს ბრალდებული, მანამადე კი არ აპირებს ჩვენების მიცემის გაგრძელებას. ადვოკატის განცხადებით გასულ კვირას დეკანოზმა მამალაძემ დაკითხვაზე ვრცლად ისაუბრა, დაასახელა რამდენიმე სასულიერო პირი. ადვოკატის განცხადებით გამოძიება ძირითადად სწორედ დეკანოზის სასულიერო პირებთან ურთიერთობით ინტერესდებოდა. რამიშვილი გამორიცხავს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასთან ერთად ბრალდებაში მითითებულ ანგარების მოტივს. დეკანოზ მამალაძეს ისევ აქვს სურვილი შეხვდეს პატრიარქს.