ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს

14 ოქტომბერი 2023, 12:00 561 ნახვა

ბულგარეთის პარლამენტი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს. ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ შესაბამისი დეკლარაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მიიღო.  

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „დეკლარაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება და რაც ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია იქნება.

ამასთან, დეკლარაცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ბულგარეთი გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი