კულტურის კომიტეტის ინიციატივით, ქუთაისში სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, პანელური დისკუსია გაიმართა.
დისკუსიაში კომიტეტის წევრებთან ერთად იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს ექსპერტები და პედაგოგ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
კომიტეტის ინიციატივა სახელოვნებო განათლების რეფორმის მომზადებას შეეხება.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ სახელოვნებო განათლებაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის განსაზღვრის საკითხზე გაამახვილა.