სკოლებში ექსტერნატის გამოცდები იწყება. პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით სემეტრული ან კონკრეტული საგნების სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა სკოლებში ჩატარდება.
ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, წელს 134 მსურველი დარეგისტრირდა, მათ შორის ის მოსწავლეები, რომლებიც უცხოეთში სწავლობდნენ, ასევე მოსწავლეები, რომლებმაც ვერ დაძლიეს საგანამანათლებლო პროგრამა.
გამოცდები 18 ოქტომბრს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.