კვლევა რეგიონებში სასწრაფო დახმარების სფეროში არსებული პრობლემების შესახებ

13 ოქტომბერი 2023, 11:33 614 ნახვა

რომელ მუნიციპალიტეტებში არ არის რეანიმობილი, სად არ აქვთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება - ,,ემერჯენსი“ და სად არ კეთდება გულის სტენდირება - ამის შესახებ კვლევა საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა ,,ევრო ოპტიმისტებმა“ ჩაატარეს.

მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ რეანიმობილები არ არის 40 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხელვაჩაურსა, ქედაში. კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს’’ ქვეყნის მასშტაბით 22 ერთეული რეანიმობილი ჰყავს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 22 რეანიმობილი  ძალიან მცირე ქვეყნის მასშტაბიდან და რელიეფიდან გამომდინარე, შესაბამისად ბევრ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ვერ იღებს დროულ სამედიცინო მომსახურებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.

განსაკუთრებით ეს ეხება მაღალმთიან დასახლებებს, სადაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება - ვკითხულობთ კვლევაში.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი