ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის „ბანკომატის“ პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლი ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ქალის ისტორიაზეა. ადამიანური ტრაგედიები, პრობლემები და უცხო მიწაზე ცხოვრების სირთულე-სცენარის მიხედვით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მთავარ გმირს ოჯახსა და სოფელში შეცვლილი რეალობა ხვდება.
სპექტაკლი რეალურ ფაქტებსა და ემიგრანტების მიერ მონათხრობ ისტორიებს ეფუძნება.