პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია გარდაცვალების შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა

11 ოქტომბერი 2023, 16:53 572 ნახვა

არ ვიცი, როგორც პრეზიდენტს, რამდენი დღე დამრჩა, მაგრამ ჩემთვის ღირებული იქნება, რომ ნიკო კვარაცხელიას დედისთვის ჯილდოს გადაცემა ჩემთვის ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ნიკო კვარაცხელია გარდაცვალების შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს სიმბოლური და მნიშვნელოვანი დღეა.

"არ ვიცი რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ღირებული იქნება, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, ეს იყოს ჩემთვის ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა, ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, ასევე თაობისთვის. მინდა, ეს დღე და ეს დაჯილდოება ასე წარმოვიდგინო, რომ ეს ცხადია, იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება, რომელმაც მოკლე დროში ბევრი შეძლო და ძალიან ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს, თავის ოჯახს და თავის თაობას. ასეთი მაგალითები არის ის, რითაც ჩვენ ვიზრდებით, რითაც საზოგადოება არსებობს და რაც ყველაზე უფრო გვიჭირს დღევანდელ დღეს, ეს არის დანახვა, რომ არის საზოგადოება, საზოგადოებას აქვს თავისი სიცოცხლის უნარი. პარადოქსია, რომ ზოგჯერ გარდაცვალება მოიცავს უზარმაზარ სიცოცხლის უნარს. ალბათ ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ამაში არის, რომ ყველაზე დიდი ტრაგედიებიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ძალა, ახალი ენერგია, თუ არა, აქ არ ვიქნებოდით დღემდე.

არ მინდა, დღეს ტრაგედიად განვიცადოთ, ის, რაც ნამდვილად ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის ტრაგედიაა და ამას ვერაფერი წაშლის, მაგრამ ამ ტრაგედიის იქით მინდა, დავინახო ის ახალი თაობა, რომელიც მოდის, რომელიც ყველაფერს ფლობს, სადაც არ უნდა იყოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი