სოციალურ სახლში განაცხადების მიღება სრულდება

20 მაისი 2016, 00:00 3904 ნახვა

სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის საჭიროების მქონე პირთა განაცხადებების მიღება სრულდება. მსურველებს განაცხადის შეტანა, ხელვაჩაურის გამგეობაში, მოქალაქეთა მომსახურების ბიურიში შეუძლიათ. ამ დრომდე 85 განაცხადია რეგისტრირებული. საცხოვრებელი ფართებით მხოლოდ ეკომიგრანტები დაკმაყოფილდებიან. კაპრეშუმში ორი 5 სართულიანი სოციალური სახლის მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დასრულდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. 50 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსები შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში