ქართველმა სამხედროებმა სამმხრივ სწავლება ეთერნითი 2023-ში მიიღეს მონაწილეობა. სამეთაურო-საშტაბო სწავლება საველე წვრთნებით ბაქოში ჩატარდა და მასში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეებმა, ასევე საქართველოს შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
სწავლება მიზნად ისახავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, ასევე რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვას.
სწავლება სამი ქვეყნის სამხედროებს შორის კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, ასევე ერთიანი სამოქმედო გეგმის შექმნასა და ნატოს დაგეგმარების პროცესის მიხედვით აღსრულებას გულისხმობს.