ენმ-ის ბრალდება ხელისუფლებას 

10 ოქტომბერი 2023, 11:01 653 ნახვა

ბათუმში 200 მილიონი ლარის მოპარვას გეგმავენ - აცხადებენ ''ნაციონალურ მოძრაობაში''. რეზო ხარაზი ირწმუნება, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებულია ახალი, კურორტების განვითარების ერთ მილიარდიანი პროგრამა, საიდანაც ოპოზიციონერის თქმით, ბათუმზე გამოიყო 200 მილიონი ლარი, პროგრამის შესახებ ინფორმაცია თავიდანვე გასაიდუმლოებული იყო და დღემდე ბუნდოვანია.

უფრო მეტიც  მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა შპს „საბა კონსტარქშენმა'' მიიღო მონაწილეობა და მოიგო. ამ კომპანიას ავანსის სახით 60 მილიონი ლარი უკვე გადაერიცხა. 

ხარაზის განცხადებით, შპს საბა კონსტრაქშენი დაკავშირებულია ,,ქართულ ოცნებასთან“,  კომპანიას აჭარაში 300 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაო აქვს მიღებული, მათ უკავშირდება ,,გმირთა ხეივნის“ გაჭიანურებული და კორუფციული პროექტი.

ასევე კომპანია მოხვდა 2023 წლის გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობასთან დაკავშირებით. კომპანია წლებია ახორციელებს დაბა ჩაქვში ძალოსნობის დარბაზის მშენებლობას - განაცხადა ბრიფინგზე რეზო ხარაზმა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი