“რუსთავი 2” საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ – სარჩელის განხილვამდე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. სწორედ ამის შემდეგ შეწყდა რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია მაუწყებლის შენობასთან. ტელეკომპანიის საქმე დღეს არაერთმა პოლიტიკოსმა შეაფასა. განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა.