გზების გაწმენდითი სამუშაოები ხელვაჩაურში

09 ოქტომბერი 2023, 20:01 800 ნახვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკები და ადამიანური რესურსი. ამ ეტაპზე ყველა მიმართულებით საავტომობილო გადაადგილება შეფერხების გარეშეა.

უკვე გაიწმინდა კირნათი-ზედა ჩხუტუნეთის საავტომობილო გზა, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დარჩენილი ლოკაციების გაწმენდა ეტაპობრივად განხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში