2024 წლის საპარლამენეტი არჩევნებისთვის ემზადება სამართლიანი არჩევნები. ელექტრონულ კენჭისყრასთან დაკავშირებით დღეს კონფერენცია გაიმართა.ელექტრონული წესით ხმის მიცემა ქვეყნისთვის ახალი გამოწვევაა, ამიტომ არასამთავრობო სექტორმა რეკომენდაციები შეიმუშავა.
ნინო დოლიძის თქმით, ახალმა ტექნოლოგიებმა კარგად იმუშავა, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჯერ ამომრჩეველი არ არის ინფორმირებული სიახლეებთან დაკავშირებით.
შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარე დაესწრო. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ცესკოს აქვს მთელი რიგი დამზღვევი მექანიზმები, როგორიც არის ყველა უბნის გადათვლა.