9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა - გარემო

09 ოქტომბერი 2023, 11:22 678 ნახვა

9 ოქტომბერს დღისით, 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ოქტომბრიდან, 10 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში