გამოვლენილია 4 უკანონო სახერხი საამქრო 

08 ოქტომბერი 2023, 10:08 633 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთსა და აჭარაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოვლენილია ყვარლის, ახმეტისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.

კახეთში, საამქროების ტერიტორიებიდან ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 24 ერთეული მორი, 2 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ფიცარი და 7 კუბური მეტრი მოცულობის კოტრი.

ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

მიმდინარე წელს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით, 52 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი