პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს

07 ოქტომბერი 2023, 14:44 563 ნახვა

''ქართული ოცნების" ხუმრობა და მცირე ხნით გაუგებრობაში დარჩენილი ოპოზიცია - მმართველი გუნდის ლიდერებისგან ითქვა, რომ კანონი, რომელიც აქციების დროს კარვების გაშლასა და დროებითი კონსტრუქციების დადგმას კრძალავს, ხელმოსაწერად პრეზიდენტს არ გადაეგზავნება.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა აჟიოტაჟი მთელ ოპოზიციაში. მმართველი ძალა ისევ კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით აპელირებდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს იყო ხუმრობა ოპოზიციის ლუსტრაციისთვის, ხოლო კანონი სალომე ზურაბიშვილს უკვე გადაუგზავნეს. 

''ოცნების'' ხუმრობის საპასუხოდ პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა და გაირკვა, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, რაც ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას ეწინააღმდეგება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი