ევროკავშირის ლიდერებმა გრანადაში ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს

07 ოქტომბერი 2023, 14:18 567 ნახვა

ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტში ძირითადი პრიორიტეტები და მოქმედებებია განხილული, რომლებიც ძლიერი, დინამიკური, კონკურენტუნარიანი და შეკრული ევროპისთვისაა საჭირო.

„პანდემიამ და რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი გამძლეობა გამოცადა, ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ სუვერენიტეტის გაძლიერების აუცილებლობას და გვაიძულებს, მივიღოთ გადაწყვეტილებები ჩვენი ხალხის, ეკონომიკის დასაცავად“ - აღნიშნულია დეკლარაციაში.

ლიდერები აღნიშნავენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. განაცხადეს, რომ წევრებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია.

ამასთან, დეკლარაციის თანახმად, ევროკავშირის გაფართოება არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი