ბათუმში, ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. გარდაცვლილის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება გარდაცვალების მიზეზი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.