ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ - ხატია ბუნიათიშვილის სოლო კონცერტი

06 ოქტომბერი 2023, 14:11 680 ნახვა

ბელგიაში ფესტივალ - „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში  ხატია ბუნიათიშვილის სოლო კონცერტი გაიმართა.  პიანისტმა შეასრულა ბახის, შოპენის, შუბერტის, ლისტის ნაწარმოებები.

კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ბელგიაში 4 ოქტომბერს გაიხსნა, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს.

ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში გაიმართება.

ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს.

ოთხი თვის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობასა და ხელოვნებას.

ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში 60-მდე ღონისძიება ჩატარდება ბელგიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი