რეგულირების სააგენტომ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა - 7 პაციენტს ოპერაცია უნებართვოდ ჩაუტარდა

06 ოქტომბერი 2023, 13:33 628 ნახვა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შპს „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა.

რეგულირების სააგენტოს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში შვიდ პაციენტს გეგმიური ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრს ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვის მოთხოვნით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის არ მოუმართავს. შესაბამისად, დაწესებულებას არ გააჩნია უფლება, განახორციელოს ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურება“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი