თბილისი პირველ ქართულ-ჩეხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს. ერთობლივი ფორუმის მიზანი ქართულ-ჩეხური სამართლის სისტემების კიდევ უფრო დაახლოება და ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა, მათ შორის, ქართული კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოების მიმართულებით. ღონისძიება საქართველოს და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს.
ფორუმში ორი ქვეყნის სასამართლოს, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლის დარგის ექსპერტები მონაწილეობენ.
განიხილავენ ქართული და ჩეხური სამართლებრივი სისტემების თავისებურებებს, საქმიანობის მოდელებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.