“მიგრანტთა მდგომარეობა აჭარაში”

04 მარტი 2017, 00:00 3240 ნახვა

ქედაში საინფორმაციო – საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ორგანიზებით პროექტის – „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში ჩატარდა. საინფორმაციო ტრენინგს იურისტი გიორგი სურმანიძე უძღვებოდა, რომელმაც შრომითი უფლებების დაცვის შესახებ ისაუბრა. პროექტის მიზანია მიგრანტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება და საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობა. საჯარო შეხვედრები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ჩატარდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი