ე.წ. მანიფესტაციის კანონი პირველი მოსმენით მიიღეს 

04 ოქტომბერი 2023, 20:06 517 ნახვა

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას ცვლილებებს მხარი დაუჭირა 75-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 23-მა წევრმა.

მმართველი გუნდის ინიციატივით კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით გადის.

მოსალოდნელ ცვლილებებს უკვე მოჰყვა სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი