პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა - სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში

04 ოქტომბერი 2023, 20:05 573 ნახვა

“მან ჩათვალა რომ მთავრობის უარები შეხვედრებზე ემსახურებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკიდან მის ჩამოშორებას და ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას” - ასე უპასუხა პრეზიდენტის  წარმომადგენელმა მოსამართლე მანანა კობახიძის შეკითხვას, შეხვედრებზე წასვლის უარის მიუხედავად რა იყო ვიზიტების განხორციელების მოტივი.

თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, პრეზიდენტს  ქვეყნის გარეთ არცერთ შეხვედრაზე არ უსაუბრია  12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების შესახებ და უცხოელ დიპლომატებთან და კოლეგებთან ორ თემაზე - ევროინტეგრაციასა და გეოპოლიტიკური გამოწვევების შესახებ საკითხებს განიხილავდა.

პრეზიდენტის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებს მოსთხოვეს იმ მტკიცებულებების სასამართლოზე წარმოდგენა, რომლითაც პრეზიდენტი შეიჭრა აღმასრულებელი ხელისუფლების  საქმიანობაში და პოლიტიკის განხორციელებაში.  

კითხვა პასუხის ეტაპზე კი ურთიერთ ბრალდებები ისმოდა ორივე მხრიდან.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი