პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა - პოლიტიკური შეფასებები

04 ოქტომბერი 2023, 15:04 602 ნახვა

რა არის იმპიჩმენტის პოლიტიკური და სამართლებრივი მიზანი - ეს იყო პირველი კითხვა, რომელიც მომხსენებელმა მოსამართლემ წარდგინების ავტორებს დაუსვა. მოსამართლემ მოითხოვა დაკონკრეტება, რას ემსახურება იმპიჩმენტი.

იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება, როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევამ მიიღო სისტემატური ხასიათი, რის შემდეგაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. 

ირაკლი კობახიძემ სხდომაზე რამდენჯერმე გაიმეორა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის პრეზიდენტობის ღირსი და ის თანამდებობიდან უნდა წავიდეს.

წარდგინების ავტორებს კითხვები დაუსვეს პლენუმის სხვა წევრებმაც, კონკრეტულად მოსამართლე ირინა იმერლიშვილს აინტერესებდა, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ბოლომდე ვერ მივა, ხომ არ შევა სახელმწიფო ჩიხში.

ასევე მოსამართლე მანანა კობახიძემ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, ხომ არ გულისხმობს პრეზიდენტის იმპიჩმენტი პოლიტიკურ ანგარიშწორებას?

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი