უხვი ნალექის გამო ხელვაჩაურში 20-მდე ლოკაციაზე მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის საავტომობილო გზები სამი მიმართულებით იწმინდება: კირნათი-გვარა, კირნათი-კობალეთი და თხილნარი-ზედა თხილნარის გზა, ტექნიკა მუშაობს სინდიეთის მიმართულებითაც.
ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გაყვანილია ორი ოჯახი ქედქედში და შუშანეთში, სადაც საკითხს გეოლოგები სწავლობენ.
შეფერხება იყო ელ.ენერგიის მიწოდების მხრივაც, რაც მოგვარდა.
შეზღუდვებია წყალმომარაგების კუთხით, ამ დროისთვის წყალი არ მიეწოდება სოფელ განთიადს.