პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი - პოლიტიკური შეფასებები

03 ოქტომბერი 2023, 15:05 533 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პარლამენტში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის მმართველი გუნდის მხრიდან აშკარა დაპირისპირება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. მათი თქმით, სასამართლო განხილვის სწრაფად ჩანიშვნა, ეჭვს უჩენთ, რომ მოსამართლეებმა უკვე მიიღეს ინსტრუქტაჟი და არ გამორიცხავენ, რომ სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამობა დაადგინოს.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, ამიტომ სასამართლოს არ გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი