ბათუმში, 30 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე ფონდ "ლირას" ორგანიზებით, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.
ფესტივალი საიუბილეოა და მე-10 სეზონი მუსიკის მოყვარულებთან ერთად აღინიშნება.
8 ოქტომბერს კონცერტს დახურავს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“, რომელიც მაყურებლის წინაშე სრული პროგრამით წარსდგება.