ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ფესტივალის მეორე დღეს მაყურებლის წინაშე მსოფლიოში ცნობილი უკრაინელი პიანისტი, ანა ფედეროვა ქართველი მსმენელის წინაშე, ედუარდ გრიგის უკვდავი საფორტეპიანო კონცერტით პირველად წარსდგა.
საღამოზე ასევე გაჟღერდა ამადეუს მოცარტის შედევრი -სიმფონია #40 სოლ მინორი, რომელსაც იტალიელმა მაესტრო-პიეტრო ბორგონოვომ უდირიჟორა. ფესტივალი ბათუმში მეექსვსედ UNESCO-ს პატრონაჟით ტარდება და ცხრა დღის განმავლობაში გაგრძელდება, აქედან ერთი დღე სრულად საქველმოქმედო იქნება.
შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მიზანია, ქვეყნის და ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგენა.