მოზარდების გაუპატიურებაში მხილებული 60 წლის კაცი დაკავებულია. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით აიყვანეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს, ნაცნობ გოგონებთან, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე, მათ არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.